RSS

Saturday, December 26, 2009

უბრალოდ განწყობისათვის



იმედია გაგახალისებთ ეს ვიდეო :)

Sunday, December 13, 2009

აღმოაჩინე სილამაზე ... რ ი ც ხ ვ ე ბ შ ი




რიცხვების სამყარო მშვენიერი და უსასრულოა.ყოველი რიცხვი თავისებურად უნიკალურია; ყველას აქვს თვისება, რომელიც მას სხვებისაგან გამოარჩევს.
არის რაიმე განსაკუთრებული 1-ში?
ერთით იწყება ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე, ერთი ერთადერთი რიცხვია, რომელზეც ყველა რიცხვი იყოფა; თავად ერთი კი არცერთ რიცხვზე არ იყოფა საკუთარი თავის გარდა.ერთზე გამრავლება-გაყოფით რიცხვი არ იცვლება.
პითაგორელების აზრით, რიცხვი 1 ყველა რიცხვის საწყისია. იგი რიცხვთა შორის ყველაზე მაღლა დააყენეს. რელიგიურად “ 1” ღვთის რიცხვია, რადგან სამყაროში ღმერთი ერთადერთია.

განა 2 გამოირჩევა სხვა რიცხვებისაგან? რათქმაუნდა!
ორი -ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვია. ორზე გამრავლებით რიცხვი ორმაგდება.
პითაგორელების მიხედვით ორი და ყველა ლუწი რიცხვი ქალური ბუნების სიმბოლოა,რადგან იგი გაორებას, მერყეობას გამოხატავს.
3.... სამი სწორედაც რომ გამორჩეული რიცხვია. მხოლოდ 3 მიიღება მისი წინა რიცხვების შეკრებით: 1+2=3
6-ს მათემატიკოსები სრულყოფილ რიცხვს უწოდებენ.6 უდრის საკუთარი გამყოფების ჯამს. 6= 1+2+3
ასეთი უნიკალური რიცხვი სულ რამოდენიმეა:
28;496;8128
ექვსიანის სრულყოფილება იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი სამკუთხა რიცხვია




9 სიმტკიცის სიმბოლოა. 9 რაზეც უნდა გავამრავლოთ, მივიღებთ რიცხვს, რომლის ციფრთა ჯამი ისევ ცხრაა.
მაგ:4x
9=36 ; 3+6=9
2031x9=18279
1+8+2+7+9=36; 3+6=9

220 და 284 თავიანი თვისებებით სუკეთესო მეგობრებს მოგვაგონებენ.
220 უდრის 284-ის გამყოფების ჯამს და პირიქით.
1+2+4+5+10+11+20+22+44+55+110=284
1+2+4+71+142=220
გამოთვლებისას შეიძლება ამგვარ საინტერესო პირამიდას წააწყდეთ:
12 x 42=24x21
102 x 402=204x201
1002 x 4002=2004x2001


მათემატიკური ხუმრობები
-რას ეტყოდა ნული რვიანს?
-მაგარი ქამარი გაქვს! :)

Q: What is the most erotic number?
A: 2110593!
Q: Why?
A: When 2 are 1 and don't pay at10tion, they'll know within 5 weeks whether or not, after 9 months, they'll be 3...
-

ნავში იჯდა 99 ქალი. ნავი ამოყირავდა.რამდენი ქალი დარჩა ნავში?
-66

-Why was six afraid of seven ?
-Because seven eight nine

Tuesday, December 8, 2009

Top Christmas Song

შესანიშნავი საშობაო შვიდეული

let it snow

Have yourself a merry little christmas
Last Cristmas
Have a holly jolly christmas

White Christmas
Jingle bells
It's the most wonderful time of the year

Sunday, December 6, 2009

ლუის კეროლის სამყარო


ლუის კეროლი - იგივე ჩარლზ დოუსონი
ცობილი ინგლისელი მწერალი,
მათემატიკოსი და ფოტოგრაფი,
ავტორი წიგნისა ,, ალისა საოცრებათა ქვეყანაში"
ლუის კეროლი მრავალშვილიან ოჯახში აღიზარდა. 10 და-ძმა ჰყავდა, თავად მესამე იყო. მათემატიკით ადრეულ ასაკში დაინტერესდა.როდესაც ეუბნებოდნენ, რომ ლოგარითმები ბავშვისათვის მეტად რთული გასაგებია, ის პასუხობდა:,,დიახ, მაგრამ ამიხსენით, გეთაყვა". ბავშვობაშივე შექმნა საოჯახო ჟურნალი, სადაც პირველად გამოავლინა ინტერესი კროსვორდების, სიტყვებით თამაშისა და კარიკატურების მიმართ.ოქსფორდის ქრისტინულ სასწავლებელში წარმატებით ეუფლებოდა თავის საყვარელ საგანს, მათემატიკას.ეკლესიას დიდად არ სწყალობდა და იშვიათად ლოცულობდა.18 წლის ასაკში სწავლა განაგრძო ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც გაატარა შემდგომი ორმოცდაათი წელი გარდაცვალებამდე (1898)

მხოლოდ მეგობრები?


(alice liddel)
უდავოა,რომ ლუის კეროლს უყვარდა პატრა გოგონები. ან როგორც თავად წერდა:,,მიყვარს ბავშვები (ბიჭების გარდა)"ლუისი საერთოდ ძალიან მორცხვი იყო, ერთთავად ხელებს მალავდა; პატარა გოგონებს კი უმგობრდებოდა მტარებელში,პლაჟზე თუ საკუთარი მეგობრების სახლში. ბავშვებს კეროლი პატიჟებდა სადილად,ან სასეირნოდ მხოლოდ მშობლების თანხმობის შემდეგ.მათივე თანხმობით უღებდა გოგონებს მელანქოლიურ, ამაღელვებელ ფოტოებს.
გოგონა,რომელთანაც ლუისს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა, იყო ალისა ლიდელი, მთავარი გმირის პროტოტიპი ნაწარმოებში ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში". ეს გოგონა გახდა კეროლის მუზა და უდიდესი გატაცება.მათი ურთიერთობა მითქმა-მოთქმის საგანი მაშინ გახდა, როდესაც ალისას ოჯახმა ლუისს გოგონებთან მიახლოება აუკრძალა(ლუისი ალისას დებთანაც მეგობრობდა).თუ რა მიზეზით, ამის შესახებ არაფერია ცნობილი. არსებობს ვერსია, რომ კეროლმა 11 წლის ალისას ხელი სთხოვა.ფემინისტი კრიტიკოსები ლუისს პატარა გოგონებთან არაჯანსაღ დამოკიდებულებაში ადანშაულებდნენ.
ლუისის ბუნებაში მართლაც იყო რაღაც უცნაური. იგი გოგონებს მშობლების თანხმობით შიშვლებსაც იღებდა.ერთ მხატვარს,რომელიც ძირითადად ფერიებსა და ნიმფებს ხატავდა, ლუისმა მისწერა:,, ვაღიარებ,რომ არ მომწონს შიშველი ბიჭები სურთებზე ყოველთვის მეჩვენება, რომ... მათ სჭირდებათ ტანსაცმელი, მაშინ როდესაც ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა იყოს დაფარული გოგონების მშვენიერი ფორმები."
მიუხედავად ამგვარი უცნაური დამოკიდულებისა, ბიოგრაფეების უმეტესობა თანხმდება,რომ თუკი ლუისში იყო ბნელი მხარე, იგი მას ებრძოდა და უკადრისი საქციელი არასოდეს ჩაუდენია.
,, ვნატრობ, რომ ღმერთმა მომცეს ახალი გული" - წერდა ლუისი თავის დღიურში.







Thursday, November 26, 2009

როგორ მივაღწიოთ წარმატებას?

ყოველივე,
რისი წარმოდგენაც შეუძლია ადამიანს,
ყოველივე,
რისიც მას სჯერა,
მიღწევადია


ჩვენ ყველას გვსურს, რომ მივაღწიოთ წარმატებას, ავისრულოთ ჩვენი სურვილები. ზოგიერთი ჩვენგანი ახერხებს ამას, ზოგიერთი კი ითრგუნება დროებითი წარუმატებლობის გამო და წინსვლას ვერ ახერხებს. აი წარმატების ფორმულა რომ არსებობდეს, ყველაფერი გაცილებით იოლი იქნებოდა...
ქვემოთ მოცემული ფორმულა, რასაკვირველია ვერ იქნება აბსოლიტური გარანტი, რომ დასახულ მიზანს მიაღწევთ, მაგრამ არაერთი სუპერ წარმატებული ადამიანი იუწყება, რომ ის მართლაც მოქმედებს! ხოდა რატომაც არა, მოდით, ჩვენც ვცადოთ...
1) მე ვიცი, რომ გამაჩნია ცხოვრებაში განსაზღვრული მიზნის მიღწევის უნარი; ამიტომ მე მოვითხოვ საკუთარი თავისაგან მის განხორციელებაზე მიმართულ მუდმივ მოქმედებებს და პირობას ვდებ, რომ დაუყოვნებლივ შევუდგები ასეთ მოქმედებებს.

2) მე ვაცნობიერებ, რომ ჩემი ტვინის დომინირებული აზრები დროთა განმავლობაში ფიზიკურ ქმედებებში აისახება და რეალობად გარდაიქმნება. ამიტომ ყოველდღიურად ვიფიქრებ იმაზე, თუ როგორ გავხდები, ცნობიერებაში მკაფიო სურათის შექმნით.

3) ყოველდღიურად 10 წუთს დავუთმობ საკუთარი თავის რწმენის განვითარებას

4) მე გარკვევით, წერილობით ჩამოვაყალიბე ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და არ
შევწყვეთ მის ჩანერგვას საკუთარ თავში, სანამ მის განსახორციელებლად საკმარის საკუთარი თავის რწმენას არ მოვიპოვებ.

5) მე მკაფიოდ ვაცნობიერებ იმას, რომ არანაირი კეთილდღეობა დიდხანს არ იქნება შენარჩუნებული, თუ ის სიმართლესა და სამართლიანობაზე არ არის დამყარებული; ამიტომ არ მივიღებ მონაწილეობას არც ერთ ისეთ ქმედებაში, რომელიც სასიკეთო გავლენას არ იქონიებს ყველა დაინტერესებულ პირზე.

მე მივაღწევ წარმატებას სხვა ადამიანების ხელშეწყობის მოპოვებასა და იმ ძალების მოზიდვაში, რომელთა გამოყენებაც მსურს.

მე შთავაგონებ სხვებს სურვილს მემსახურონ, იმიტომ, რომ მე თავად მსურს ვემსახურო სხვებს.

მე აღვმოვფხვრი ჩემს თავში შურს, სიძულვილს, ეჭვიანობას, ეგოიზმსა და ცინიზმს იმიტომ რომ ვიცი:ნეგატიური დამოკიდებულება სხვების მიმართ არასოდეს არ მომცემს მე წარმატების მიღწევის საშუალებას.

მე დავიმახსოვრებ ამ ფორმულას და ყოველდღე გადავხედავ მას.

მე საკუთარი თავის რწმენა მექნება და წარმატებას მივაღწევ.


პ.ს. თქვენ შეძლებთ,
თუ დაიჯერებთ,
რომ შეძლებთ...
და კიდევ ერთი პატარა რამ:

ყოველი გაჯიბრება,
ყოველი წარუმატებლობა,
ყოველი ტკივილი,
მიღწევათა ჩანასახს შეიცავს თავის თავში
GOOD LUCK!


მომზადებულია ნაპოლეონ ჰილის ,,წარმატების კანონის" მიხედვით.

Wednesday, November 25, 2009

რას ნიშნავს კრეატიული?


კრეატიულობა - ლათინური ტერმინია, რომელიც ითარგმნება როგორც ”ხელოვნება”, ან ”შექმნა არაფრისგან”. დასავლეთში კრეატიულობად აღნიშნავენ ხელოვნების ტექნოლოგიურ ელემენტს. რუსული ენის კულტურაში კრეატიულობას აღიქვამენ უფრო ფართოდ, რადგანაც ის სრულიად ახალი და ჯერ კიდევ გაუგებარი მოვლენაა უმრავლესობისათვის. ინფორმაციული ეპოქის დაწყებამდე მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა კრეატიულობასა და კრეატიულ ტექნოლოგიებზე. საზოგადოებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ ხელოვნების გაგება -- ხელოვნება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გახდა საკმაოდ დაფასებული, ხელოვნების კულტი შემორჩა შუა საუკუნეებში და თანამედროვე დროსაც. ხელოვნებამ არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა მე-20 საუკუნეშიც კი.

კრეატიულობის განსხვავება ხელოვნებისაგან
ბევრი ფიქრობს, რომ ”ხელოვნება” და ”კრეატიულობა” -- სინონიმებია, რაც მცდარი აზრია. ხელოვნების პროცესი დამყარებულია ავტორის შთაგონებაზე, მის შესაძლებლობებსა და ტრადიციებზე; მაგრამ თუ კრეატიულ პროცესზე ვიმსჯელებთ, მაშინ მის მთავარ შემადგენელს პრაგმატული ელემენტი წარმოადგენს; ე. ი. პირველადი გაგება იმისა, თუ რატომ უნდა შევქმნათ რამე, ვისთვის უნდა შევქმნათ, როგორ უნდა შევქნმათ, და რა უნდა შევქმნათ.ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა და სამუშაოს შესაბამისი პრინციპით აწყობა მაქსიმალურად ეფექტურად წარმოგვიდგენს ირგვლივმყოფი ხალხის მუშაობის შედეგს. როგორც წესი, მხატვრები, კომპოზიტორები, მწერლები და სხვა დანარჩენი ხელოვანი ხალხი არ უსვამს თავის თავს ამ შეკითხვებს და უბრალოდ ქმნიან თავიანთი განწყობითა და ემოციებით. ამიტომაც ხელოვნება სულაც არ არის კრეატიულობა.ხელოვნება ყოველთვის პირველადი და ფუნდამენტალურია, თუმცა კრეატიულ პროდუქტში ის პრაგმატულ მიზანს ექვემდებარება.
სად მოაქვს წარმატება კრეატიულობას თუ არა სარეკლამო ბიზნესში? გადავწყვიტე შემოგთავაზოთ კრეატიული სარეკლამო იდეები,რომელთა მეშვეობით კომპანიებმა არაერთი მილიონი მოიპოვეს :) Enjoy