RSS

Friday, January 22, 2010

What Makes You Happy ?

So... What makes you happy?

Wednesday, January 20, 2010

აბსენტი და აბსენტომანები



,,...პირველი სტადია ჩვეულებრივ სმას გავს, მეორეში საზარელ, სასტიკ რაღაცეებს ხედავ, მაგრამ თუკი არ დანებდები, მესამე სტადიაზე გააღწევ და ისეთ რამეს იხილავ, რაზეც ოცნებობდი, საოცრებებს."

აბსენტი - მაგარი ალკოჰოლური სასმელი
ალკოჰოლის შემცველობა - 70 პროცენტი
ძირითადი კომპონენტები - აბზინდა; ტუიონი (უფერო ნივთიერება, მენთოლის მსგავსი მძაფრი სუნით)
შეფერილობა - გამჭირვალე, ყვითელი, ყავისფერი და ასევე წითელიც, მაგრამ მისიტრადიციული ფერია ზურმუხტისფერი, მწვანე.
ამ მათრობელა, უჩვეულოდ ლამაზი შეფერილობის მქონე სასმელს არაერთი სახელგანთქმული ადამიანი ეთაყვანებოდა. მწვანეთვალება ურჩხული, ან მწვანე ფერია (როგორც აბსენტს ხშირად უწოდებდნენ ) ხდებოდა მათი მუზა. ამ პოსტით თვალი გადავავლოთ აბსენტის თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშებს და მათ ავტორებს - აბსენტომანებს.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ბრიტანეთში იდგა ,,ფანტასტიკური დაღლილობისა და მოწყენილობის ხანა", სადაც სიზანტე, აბსენტი და დეპრესია ბატონობდა.
ფრანგი მწერალი მარსელ შვობი ნამდვილ აბსენტომანად წარმოადგენს ოსკარ უაილდს: ,,იგი საშინლად ბევრ აბსენტს სვამდა, რომელიც მას ხილვებს ანიჭებდა", თუმცა თავად უაილდი წერდა: ,,ვერაფრით მივეჩვია აბსენტს, არადა როგორ უხდება ჩემს სტილს!"სიცოცხლის ბოლოს კი ამბობდა:,,აბსენტს საოცარი ფერი აქვს, მწვანე. აბსენტით სავსე ჭიქა ძალიან პოტურია. რა განსხვავებაა მასსა და დაისს შორის?

პირველ ამერიკელ აბსენტისტად ედგარ ალან პოა მიჩნეული. ცნობილია, რომ იგი აბსენტს და ბრენდის მიირთმევდა. იმ დროს აბსენტს ,, აშშ-ს მწვანე წყევლას" უწოდებდნენ. მიიჩნეოდა, რომ აბსენტი თითქმის ისეთივე საშიშია, როგორც კოკაინი, სულისთვისაც და სხეულისთვისაც.აქვე უნდა გავიხსენოთ ჰემინგუეი, რომელიც აბსენტს ,,თხევად ალქიმიას" უწოდებდა.
,, აბსენტში მთავარი აბზინდაა.ამბობენ მისგან ტვინი შრებაო, მაგრამ მე არ მჯერა.სხვაგვარად უყურებ სამყაროს, სულ ეს არის. აბსენტში წყალი უნდა დაამატო, ნელ-ნელა, წვეთ-წვეთ. წყალთან გაზავებული ვისკი სუფთა და ცოტა მწველი სამელია. აბსენტი სულ სხვაა. აბსენტზე უკეთესი არაფერია"

არტურ საიმონსს, ინგლისელ პოეტს ერთადერთი რაც არ ბეზრდებოდა აბსენტის სმა იყო.



,, ვისკი და ლუდი სულელებისაა, აბსენტი- პოეტების. აბსენტს ჯადოქრული ძალა აქვს, იგი ან გაგინადგურებს წარსულს, ან განაახლებს.შესაძლოა გაგიუქმოს კიდეც... "

აბსენტის ისტორია მხატვრობაში ედუარდ მანეს ნახატით, ,,აბსენტის მოყვარულით" იწყება.



ზოგიერთი გადმოცემით ვან გოგს გაუზავებელი აბსენტი უყვარდა და მისმა აბსენტით გატაცებამ ფერისადმი მისი დამოკიდებულებაც შეცვალა.


უილიამ ორპენის ეს ნახატი Cafe Royale დეგას გავლენით შეიქმნა


აბსენტის დიდი ეპოქა მხატვრობაში პიკასომ დაასრულა კუბისტური ქანდაკებით ,,აბსენტის ჭიქა", თუმცა მას ამ თემისთვის მანამდეც არაერთხელ მიუმართავს.


ბევრის აზრით, ამ ქანდაკებით პიკასოს სურდა აბსენტის ზემოქმედება აღეწერა და ეცადა ერთდროულად გამოესახა ზემოქმედების სუბიექტიც და ობიექტიც. აბსენტმა, სხვა მაგარ სასმელებთან შედარებით ყველაზე მეტად შეცვალა ადამიანთა ბედი და გაიგივდა ნიჭიერებასა და ბედისწერასთან.
წყარო: ,,შვიდნახადი"