RSS

Wednesday, November 25, 2009

რას ნიშნავს კრეატიული?


კრეატიულობა - ლათინური ტერმინია, რომელიც ითარგმნება როგორც ”ხელოვნება”, ან ”შექმნა არაფრისგან”. დასავლეთში კრეატიულობად აღნიშნავენ ხელოვნების ტექნოლოგიურ ელემენტს. რუსული ენის კულტურაში კრეატიულობას აღიქვამენ უფრო ფართოდ, რადგანაც ის სრულიად ახალი და ჯერ კიდევ გაუგებარი მოვლენაა უმრავლესობისათვის. ინფორმაციული ეპოქის დაწყებამდე მხოლოდ ცოტამ თუ იცოდა კრეატიულობასა და კრეატიულ ტექნოლოგიებზე. საზოგადოებისათვის საკმარისი იყო მხოლოდ ხელოვნების გაგება -- ხელოვნება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გახდა საკმაოდ დაფასებული, ხელოვნების კულტი შემორჩა შუა საუკუნეებში და თანამედროვე დროსაც. ხელოვნებამ არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა მე-20 საუკუნეშიც კი.

კრეატიულობის განსხვავება ხელოვნებისაგან
ბევრი ფიქრობს, რომ ”ხელოვნება” და ”კრეატიულობა” -- სინონიმებია, რაც მცდარი აზრია. ხელოვნების პროცესი დამყარებულია ავტორის შთაგონებაზე, მის შესაძლებლობებსა და ტრადიციებზე; მაგრამ თუ კრეატიულ პროცესზე ვიმსჯელებთ, მაშინ მის მთავარ შემადგენელს პრაგმატული ელემენტი წარმოადგენს; ე. ი. პირველადი გაგება იმისა, თუ რატომ უნდა შევქმნათ რამე, ვისთვის უნდა შევქმნათ, როგორ უნდა შევქნმათ, და რა უნდა შევქმნათ.ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა და სამუშაოს შესაბამისი პრინციპით აწყობა მაქსიმალურად ეფექტურად წარმოგვიდგენს ირგვლივმყოფი ხალხის მუშაობის შედეგს. როგორც წესი, მხატვრები, კომპოზიტორები, მწერლები და სხვა დანარჩენი ხელოვანი ხალხი არ უსვამს თავის თავს ამ შეკითხვებს და უბრალოდ ქმნიან თავიანთი განწყობითა და ემოციებით. ამიტომაც ხელოვნება სულაც არ არის კრეატიულობა.ხელოვნება ყოველთვის პირველადი და ფუნდამენტალურია, თუმცა კრეატიულ პროდუქტში ის პრაგმატულ მიზანს ექვემდებარება.
სად მოაქვს წარმატება კრეატიულობას თუ არა სარეკლამო ბიზნესში? გადავწყვიტე შემოგთავაზოთ კრეატიული სარეკლამო იდეები,რომელთა მეშვეობით კომპანიებმა არაერთი მილიონი მოიპოვეს :) Enjoy
































6 comments:

ჰექსე said...

zalian kargia
miyvars kreatiuli reklamebi
es mteli xelovnebaa
:)

sandro.charkviani said...

მომეწონა!
კარგი პოსტია, სრულიად გეთანხმები.
ჩემი აზრით კრეატიულობა შემოქმედითობად შეგვიძლია გადავთარგმნოთ და მივაკუთვნოთ "გაკეთებული" მუსიკა, (მშრალი ხიდის) ნახატები, ყოველგვარი ფოტოგრაფია, ჰარი პოტერის მსგავსი ნაწარმოებები და მათზე გადაღებული ფილმები, გაკეთებული (და არა დაყენებული) ღვინო და მსგავსი რაღაცეები, რასაც რა თქმა უნდა საერთო არ აქვს ნამდვილ შემოქმედებასთან: ზაქარია ფალიაშვილის მუსიკასთან, ფიროსმანის მხატვრობასთნ და გალაკტიონის პოეზიასთნ.

Avrora's blog said...

მადლობა საინტერესო კომენტარისათვის :)

hermi said...

dzalian momewona ... sainteresoa :)))

maia said...

მომწონს თქვენი ბლოგი :)

maiko shukakidze said...

მომეწონაა :))

Post a Comment