RSS

Sunday, December 13, 2009

აღმოაჩინე სილამაზე ... რ ი ც ხ ვ ე ბ შ ი




რიცხვების სამყარო მშვენიერი და უსასრულოა.ყოველი რიცხვი თავისებურად უნიკალურია; ყველას აქვს თვისება, რომელიც მას სხვებისაგან გამოარჩევს.
არის რაიმე განსაკუთრებული 1-ში?
ერთით იწყება ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე, ერთი ერთადერთი რიცხვია, რომელზეც ყველა რიცხვი იყოფა; თავად ერთი კი არცერთ რიცხვზე არ იყოფა საკუთარი თავის გარდა.ერთზე გამრავლება-გაყოფით რიცხვი არ იცვლება.
პითაგორელების აზრით, რიცხვი 1 ყველა რიცხვის საწყისია. იგი რიცხვთა შორის ყველაზე მაღლა დააყენეს. რელიგიურად “ 1” ღვთის რიცხვია, რადგან სამყაროში ღმერთი ერთადერთია.

განა 2 გამოირჩევა სხვა რიცხვებისაგან? რათქმაუნდა!
ორი -ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვია. ორზე გამრავლებით რიცხვი ორმაგდება.
პითაგორელების მიხედვით ორი და ყველა ლუწი რიცხვი ქალური ბუნების სიმბოლოა,რადგან იგი გაორებას, მერყეობას გამოხატავს.
3.... სამი სწორედაც რომ გამორჩეული რიცხვია. მხოლოდ 3 მიიღება მისი წინა რიცხვების შეკრებით: 1+2=3
6-ს მათემატიკოსები სრულყოფილ რიცხვს უწოდებენ.6 უდრის საკუთარი გამყოფების ჯამს. 6= 1+2+3
ასეთი უნიკალური რიცხვი სულ რამოდენიმეა:
28;496;8128
ექვსიანის სრულყოფილება იმაშიც მდგომარეობს, რომ იგი სამკუთხა რიცხვია




9 სიმტკიცის სიმბოლოა. 9 რაზეც უნდა გავამრავლოთ, მივიღებთ რიცხვს, რომლის ციფრთა ჯამი ისევ ცხრაა.
მაგ:4x
9=36 ; 3+6=9
2031x9=18279
1+8+2+7+9=36; 3+6=9

220 და 284 თავიანი თვისებებით სუკეთესო მეგობრებს მოგვაგონებენ.
220 უდრის 284-ის გამყოფების ჯამს და პირიქით.
1+2+4+5+10+11+20+22+44+55+110=284
1+2+4+71+142=220
გამოთვლებისას შეიძლება ამგვარ საინტერესო პირამიდას წააწყდეთ:
12 x 42=24x21
102 x 402=204x201
1002 x 4002=2004x2001


მათემატიკური ხუმრობები
-რას ეტყოდა ნული რვიანს?
-მაგარი ქამარი გაქვს! :)

Q: What is the most erotic number?
A: 2110593!
Q: Why?
A: When 2 are 1 and don't pay at10tion, they'll know within 5 weeks whether or not, after 9 months, they'll be 3...
-

ნავში იჯდა 99 ქალი. ნავი ამოყირავდა.რამდენი ქალი დარჩა ნავში?
-66

-Why was six afraid of seven ?
-Because seven eight nine

3 comments:

Anonymous said...

მშვენიერი პოსტი იყო, ვიხალისე კიდეც : )))

მომეწონა ერთი სიტყვით . ;)

ნეტა ყველა ასეთი საინტერესო სტატიები თუ გაქვს, შენი მუდმივი მკითხველი გავხდები : )))

პ.ს. ნეტა, მათემატიკა შენც თუ ჩემსავით გიყვარს'?

Avrora said...

დიდი მადლობა :) შევეცდები მომავალშიც დავიმსახურო შენი მოწონება . კი,ძალიან მიყვარს

Sandro said...

ძალიან საინტერესო თემა გამოვიდა მაგრამ შენთან ერთი თხოვნა მექნება იქნებ ოქროს კვეთაზე დაწერო რამე? ანდა სამკუთხრა რიცხვებზე უფრო კომკრეტულად, ან საერთოდ ფიგურული რიცხვების თვისებებზე. მემგონი შენი ფანობის კანდიდატი გავხდები მალე

Post a Comment